ხშირად დასმული კითხვები

Webbers.Ge დაარსდა 2017 წელს. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ჰოსტინგ მომსახურება, რომელიც სთვაზობს მაღალი ხარისხის სერვის, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. ჩვენი მომსახურების არეალი განისაზღვრება, როგორც საზიარო (shared) ჰოსტინგით, ასევე დომენის ფასიაანი და უფასო რეგისტრაციით.

მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლების SARPS TECHNOLOGIES LLC [US] უახლესი აპარატურა, დაცული ცნობილი ფაირვოლებით (CheckPoint და Cisco ASA Firewall), უმაღლესი დონის ტექნიკური მხარდაჭერა, პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში ეს ყველაფერი იძლევა სტაბილურობის, გამართულად მუშაობის და მდგრადობის გარანტიას. ამასთანავე:
- ჩვენ გვაქვს ჰოსტინგ პაკეტების დიდი არჩევანი;
- ჩვენ უფასოდ დაგეხმარებით თქვენი საიტების გადმოტანაში სხვა ჰოსტინგ პროვაიდერების სერვერებიდან;
- ჩვენ ვახდენთ სერვერების 24 საათიან მონიტორინგს, ავტომატურ რეჟიმში;

ჩვენი სერვერები განთავსებულია საფრანგეთში SARPS TECHNOLOGIES, LLC [US] მონაცემთა ცენტრში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ დატაცენტრში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის, სახანძრო უსაფრთხოების და უწყვეტი კვების სისტემებით.

ახალი დომენის რეგისტრაციის, ან უკვე არსებულის ჩვენთან გადმოტანის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ შემდეგი NS სერვერები:
- NS1.WEBBERS.GE
- NS2.WEBBERS.GE

WEBBERS.GE - სერვერებზე გამოყენებულია მსოფლიოში აღიარებული ლიცენზირებული CPANEL

თანხის გადახდის შემდეგ, შეკვეთის დროს თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სისტემა ავტომატურად გიგზავნით საჭირო ინფორმაციას (მომხმარებლის სახელი, პაროლი, სერვერის მისამართი და ა.შ.). ახლა FTP-ს საშუალებით უნდა დაუკავშირდეთ სერვერს და public_html დირექტორიაში ატვირთოთ თქვენი საიტის ფაილები. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ FTP კლიენტი, მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.