წესები და პირობები

1.webbers.ge ჯგუფი გთავაზობთ, ვებ ჰოსტინგს და დომენების ფასიან/უფასო რეგისტრაციას.
2. უფასო ერთთვიანი პაკეტის აღების შემდეგ შეკვეთილი დომენის dns სერვერი მონაცემები 24 საათის განმავლობაში უნდა იყოს გადმოტანილი კომპანია webbers.ge ს dns სერვერებზე: რომლებსაც მიიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საიტი გაუფრთხილებლად იქნება წაშლილი ჰოსტინგიდან.
2.1 უფასო 1 თვიანი პაკეტის შეკვეთდან 48 საათში გადამოწმდება თქვენი საიტი, თუ აღმოჩნდება, რომ საიტი არ არის მუშა მდგომარეობაში, ან არ მიმდინარეობს ტქნიკური სამუშაოები, მიიღებთ გაფრთხილებას ჩვენი ადმინისტრაციისაგან რის შემდეგაც პრობლემის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში 24 საათში გაგიუქმდებათ ჰოსტინგ პაკეტი.
3.უფასო 1 თვით პაკეტის გამოყენების შემდგომ ჰოსტინგის გაუქმება და ახლის შეკვეთა გამოიწვევს მომხმარებლის ახალი ჰოსტინგის წაშლას და მის დაბლოკვას. ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთხელ გამოიყენოს უფასო 1 თვით ჰოსტინგი
4. webbers.ge ჯგუფი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს, სერვისებზე დაწესებული საფასური, და ტექნიკური პირობები, რის შესახებაც ეცნობება მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) საბილინგო სისტემაში (billing.webbers.ge) მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
. ასევე შეკვეთის მიღების შემდეგ იტოვებს უფლებას გადაწყვიტოს გაააქტიუროს თუ არა სერვისი.თუ სერვისის გააქტიურება არ მოხდა და მომხმარებელმა თანხა გადაიხადა, მაშნ ეს თანხა უბრუნდება 30 დღის განმავლობაში.
5. სერვისებზე შეცვლილი ფასები და ტექნიკური პირობები, ინდივიდუალურად მომხმარებლებთან (ფიზიკური/იურიდიული პირი) ძალაში შედის მომდევნო თვიდან (თვის დასაწყისი 1 რიცხვი),
6. თუ მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) წინასწარ აქვს გადახდილი ერთი თვის საფასურზე მეტი თანხა, მას არ ეხება სერვისის ფასის ცვლილება, შეეხება მხოლოდ ტექნიკური პირობების ცვლილება, თანხის ცვლილება არ ეხება მისი გადახდილი თანხის ამოწურვამდე.
7. webbers.ge ჯგუფი სერვისების ფასების, ტექნიკური პირობების და წესებში ცვლილების შეტანის შესახებ აცნობებს მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) ბილინგში (billing.webbers.ge) მითითებულ ელფოსტაზე
8. webbers.ge ჯგუფი არ აგებს პასუხს თუ მომხმარებელი ვერ გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას დროულად, ან მას მითითებული ჰქონდა მცდარი ელ ფოსტა ბილინგში (billing.webbers.ge)
9. webbers.ge ჯგუფი სრულად აკისრებს მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდული პირი) პასუხისმგებლობას, მის ანგარიშში ატვირთულ ფაილებზე და მათი ატვირთვით დამდგარ შედეგზე
10. დაუშვებელია webbers.ge ჯგუფის სერვისების გამოყენება, ისეთი ქმედებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან არღვევს საერთაშორისო ნორმებს
11. დაუშვებელია ისეთი კონტენტის ატვირთვა webbers.ge ჯგუფის სერვისებში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან არღვევს საერთაშორისო ნორმებს (პორნოგრაფიული მასალა,არალიცენზირებული კონტენტი, ისეთი სკრიპტების ატვირთვა რის საშუალებითაც შესაძლებელია გაიგო სხვა მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი)დაცული ინფორმაცია (პაროლი, დასხვა)და სხვა.)

12.გთხოვთ გაითვალისწინოთ, webbers.ge ჯგუფი ყველა სერვისზე ხელმძღვანელობს service-level-agreement განყოფილებაში დაწერილი წესების მიხედვით, გთხოვთ სერვისის შეკვეთის დროს დაკვირვებით გაეცნოთ აღნიშნულ წესებს.
13. კომპანია პასუხს აგებს თქვენი ინფორმაციის შენახვასა და თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე. ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან არ მოხდება თქვენი პირადი ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა სასამართლო განჩინება, მომართვა ძალოვანი სტრუქტურებიდან და სხვა).
14. თქვენი ნომრის მითითებით ავტომატურად ეთანხმეით შემდეგს, რომ ჩვენი კომპანიისგან მიიღოთ სმს შეტყობინებები. ჩვენ არ ვაგებთ პასუხ იმაზე, თუ თქვენ თქვენი ტელეფონის ნომერი მიუთითეთ არასწორად და ამას მოყვა არასასურველი შედეგები. ჩვენს მიერ გამოგზავნილი სმს შეტყობინებები არ შეიცავს მარკეტინგული ხასიათის ტექსტს და შესაბამისად არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა.

1.პროგრამული მხარდაჭერა ხორციელდება საზიარო ჰოსტინგზე და დომენზე
2.სასწავლო პროცესის მართვის სისტემაზე ხორცელდება პროგრამული მხარდაჭერა თუ არსებობს შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულება/შეთანხმება იურიდიული სახით. სხვა შემთხვევაში პროგრამული მხარდაჭერა არ ხორციელდება.
3. პროგრამული მხარდაჭერა შეიძლება განხორციელებულ იქნებას პირველ პუნქტში მოყვანილ პროდუქტებზე თუ არსებობს კონკრეტული ხელშეკრულება/შეთანხმება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან.
4.სასწავლო პროცესის მართვის სისტემაზე ახალი მოდულის მოთხოვნა ხდება დახმარების ბილეთის სახით ( billing.webbers.ge).
5. სასწავლო პროცესის მართვის სიტემაში ნებისმიერი მოდულის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემა ფიქსირდება დახმარების ბილეთის სახით ( billing.webbers.ge).
6.სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ახალი მოდულის დამზადების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) პირადი მენჯერის მიერ რომელიც დგინდება
მომხმარებლთან (ფიზიკური/იურიდიული პირი) ხელშეულება/შეთანხმების გაფორმების დროს.
7. ახალი მოდულის დამზადების საშუალო სავარაუდო დამზადების დრო განისაზღვრება 3 კალენდარული კვირიდან 6 კალენდარულ თვემდე
8. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის სავარაუდო დრო არის 1 სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღემდე
9. მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად თუ დაზიანდა ან წაიშალა მონაცემები სისტემაში და არსებობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება webbers.ge ჯგუფი იღებს ვალდებულებას გონივრულ ვადაში, რომელსაც ადგენს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი აღადგინოს დაზიანებული ან წაშლილი მონაცემი თუ ეს შესაძლებელია პროგრამულად.
10. მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად თუ დაზიანდა ან წაიშალა მონაცემები სისტემაში და არ არსებობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება webbers.ge ჯგუფი იღებს ვალდებულებას გონივრულ ვადაში, რომელსაც ადგენს კომპანიის ტექნიკური ჯგუფი აღადგინოს დაზიანებული ან წაშლილი მონაცემი თუ ეს შესაძლებელია პროგრამულად, დადგენილ საფასურად, რომელსაც ადგენს კომპანიის ფინანსური მენეჯერი .
11. webbers.ge ჯგუფი სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში არ აგებს პასუხს მოდულის გამართულად მუშაობაზე თუ მასში მონაცემები არასწორად არის შეტანილი

ჩვენი სერვერები განთავსებულია საფრანგეთში SARPS TECHNOLOGIES LLC [US] მონაცემთა ცენტრში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ დატაცენტრში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის, სახანძრო უსაფრთხოების და უწყვეტი კვების სისტემებით.

ჩვენი სიისტემა ფუნქციონირებს კლასტერულ რეჟიმში სადაც მონაცემთა ბაზები და ფაილები სხვადასხვა სერვერზეა, რაც ხელს უწყობს თქვენი ვებგევრდის სწრაფად ფუნქციონირებაში სერვერზე გაშვებულია სტანდარტული Apache ს ნაცვლად ლიცენზირებულია litespeed Web Server რომელიც ორჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Apache. ასევე შეცვლილია სტანდარტული Centos ოპერაციული სისტემა და მის ნაცვლად Cloudlinux აგრძელებს მუშაობას. რომელიც უფრო დაცული და მყარი სისტემაა.უსაბრთხოების მიზნით გვაქვს მოდულები რომლებიც რეალურ დროში ამოწმებს ატვირთვამდე ფაილს და შემდეგ უშვებს სერვერამდე. ამ ეტაპზე webbers.ge ანხორციელებს ჰოსტინგს მხოლოდ Linux ოპერაციულ სისტემაზე. სერვერები და საერთოდ, "webbers.ge" ინფრასტრუქტურა დაცულია ორი ფაირვოლით ლიცენზირებული Firewall #1 Checkpoint და Cisco ASA 5550 Firewall

1. სერვერების/სერვერის ან კონკრეტული სერვისის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში რომელზეც პასუხისმგებელია webbers.ge ჯგუფი რეაგირება ხდება შედეგის დადგომიდან 5 წუთის შემდეგ.
2. შემოსული პრობლემა, რომელიც შემოვიდა დახმარების ბილეთის სახით billing.webbers.ge - ზე, პრობლემის შემოწმება იწყება ბილეთის შემსოვლიდან 5 წუთის შემდეგ. პასუხი გაცემა ხდება არაუგვიანს 24 საათისა.

1. ყველა საზიარო სერვერზე დაყენებული პროგრამა არის ლიცენზირებული რომლის საფასურსაც ფარავს webbers.ge ჯგუფი
2. სერვერის სამართავ ვებ პანელებზე, ლიცენზია (თუ საჭიროებს) უდნა შეიძნოს მომხმარებელმა (ფიზიკური/იურიდიული პირი)

1. ანგარიშსწორება ხორციელდება: საბანკო გადმორიცხვით და paypal - ით
2. საბანკო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ასახვა ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
3. paypal - ით ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ასახვა ხდება მომენტალურად
4. სერვისის საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა (ფასდაკლება, აქცია)
5. სერვისის საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარ რამდენიმე თვის, გადახდილი თანხა ხვდება მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) - ბალანსზე
6. თანხის დაბრუნება ხორციელდება 60 კალენდარულ დღეში, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ნაგარიშზე.
7. paypal - ზე ანგარიშზე თანხის დაბრუნება არ ხორციელდება, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა (ფიზიკური/იურიდიული პირი) უნდა წარადგინოს საბანკო ანგარიშის ნომერი სადაც მოხდება თანხის დაბრუნება პირველი პუნქტის შესაბამისად.
8.თანხის დაბრუნება არ ხორციელდება გაწეული მოსმახურების დაწყების შემდეგ.

1. მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მონაცემების წაშლა ხდება სერვერიდან სერვისის დაბლოკვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
2. მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) დომენის წაშლა ხდება წესების დარღვევის ან დომენური სახელის გაყიდვის მქონდე მესამე პირის წესების მიხედვით
http://www.freenom.com/en/doc_tcfree_freenom_v0110.pdf
http://www.freenom.com/en/freenom_paiddomains_tc_v0110.pdf

1. მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მონაცემების დაბლოკვა ხდება თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ვადაგადაცილებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
2. მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მონაცემების დაბლოკვა ხდება სერვერული რესურსების გადაჭარბების, ეგრედწოდებული "fisher" - ს, სხვდასხვა ვირუსული სკრიპტების , სპანიგის და ისეთი მასალის ატვირთვის შემთხვევაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას სერვისის დაბლოკვა ხდება გაფრთხილებიდან 24 საათის განმავლობაში
3. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ანგარიშიდან ხდება პერნამენტულად სპამინგი, ვირუსების (trojan, malware ან სხვა ასეთი) ფაილების გაგზავნა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იმ ადრესატს სადაც გაიგზავნა ფაილები, არამედ მთელს იმ სერვერზე არსებულ მომხმარებლებს, რომელზეც განთავსებულია, ანგარიში, webbers.ge ჯგუფი უფლებამოსილია გაუფრთხილებლად, წაშალოს აღნიშნული ანგარიში სერვერიდან.
3. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გადაამოწმოს არის თუ არა საიტზე რეგისტრირებული პირი რეალური.
4. პირი რომელიც უკანონო გზით გამოიყენებს სხვის მოწყობილობას სერვისის/დომენის შესაკვეთათ, გადამოწმდება ადმინისტრაციის მიერ, თუ პიროვნებამ ვერ დაადასტურა შესაბამისი დოკუმენტით რომ იგი ის პიროვნებაა, რომელსაც იყენებს საიტზე და ასევე მოწყობილობაც კანონიერი გზით იყო მის მფლობელობაში, იგი წაიშლება სისტემიდან და მოხდება მისი სერვისების დაბლოკვა. ამ შემთხვევაში არ ხდება გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

1. საზიარო ჰოსტინგის მომხმარებლების (ფიზიკური/იურიდიული პირი) ფაილების რეზერვაცია ხდება ყოველ 7 კალენდარულ დღეში ერთხელ, ფაილები ინახება 2 სხვადასხვა დაშორებულ სერვერზე
2. ფაილები რეზერვირდება პროგრამით cpremote

1. webbers.ge ჯგუფი დახმარებას ახორციელებს საზიარო სერვერზე, მხოლოდ სერვერული გაუმართაობის შემთხვევაში.
2. დახმარება არ ხორციელდება საზიარო სერვერზე პროგრამული გაუმართაობის შემთხვევაში, რომლის მიზეზიც გამოწვეულია მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიერ პროგრამულ კოდში დაშვებული შეცდომის შედეგად.
3. webbers.ge ჯგუფი ვირტუალურ სერვერზე დახმარებას ახორციელებს მხოლოდ ქსელის დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლს (ფიზიკური/იურიდიული პირი) არ აქვს გლობალური წვდომა სერვერთან სხვა შემთხვევაში მომხმარებლს (ფიზიკური/იურიდიული პირი) თავად შეუძლია მართოს საკუთარი ვირტუალური სერვერი, შეცვალოს ოპერაციული სისტემა, და დააყენოს საურველი სხვდასხვა პროგრამული პაკეტები
4.დახმარება ხორციელდება შემდეგი გზებით: skype, ელფოსტა, ბილეთი, პირადი მენჯერი
5. skype: ოპერატორის სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00, მოწერილ კითხვაზე რეაგირების დრო არის 5 წუთიდან - 60 წუთის განმავლობაში
6. ელ-ფოსტა: ოპერატორის სამუშაო საათებია 24/7, მოწერილ კითხვაზე რეაგირების დრო არის 24 საათი.
7. საბილეთე სისტემა: სამუშაო საათები 24/7, მოწერილ კითხვაზე რეაგირების დრო არის 24 საათი
8. პირადი მენჯერი: სამუშაო საათები 24/7, პასუხი მომენტალური, საკონტაქტო გზა მობილური კავშრი.

1. ფორსმაჟორიულ სიტუაციაში (სამოქალაქო ომი, ბუნებრივი კატასტროფები, ომი,) აღნიშნულ სიტუაციაში webbers.ge ჯგუფი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის მიერ გაყიდულ სერვისებზე.

1. webbers.ge ჯგუფი ახორციელებს სხვა ჰოსტინგ კომპანიიდან მომხმარებლის ფაილების გადმოტანას webbers.ge ჯგუფის საზიარო სერვერზე.
2. პორტირების სრული დრო არის 2 სამუშაო დღე.
3. პორტირების შემთხვევაში მომხმარებლებელმა (ფიზიკური/იურიდიული პირი) ზუსტად უნდა მიუთითოს პორტირების სამსახურისთვის გახსნილ ბილეთში ძველი ჰოსტინგის მონაცემები.
4. პორტირების დროს დამდგარ შედეგზე, რომელიც არ იყო წარმოქმნილი webbers.ge ჯგუფისგან კომპანია არ აგებს პასუხს.

1. webbers.ge ჯგუფი ყველა სერვისის მომხმარებლებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) სერვისის შეძენისას გამოუყოფს პირად მენჯერს
2. პირადი მენჯერის მოსმახურება ხორციელდება 24/7
3. პირადი მენჯერის ეხმარება მომხმარებლებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) ტექნიკურ სამსახურთან და იურიდულ სამსახურთან ურთიერთობაში

1. დავალიანების დარიცხვა ხდება მომხმარებელზე (ფიზიკური/იურიდიული პირი) ვადაგადაცილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საზიარო სერვერის შემთხვევაში
2. ვადაგადაცილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერი გადახდილი თანხის შემთხვევაში სერვისსზე იფარება პირველ რიგში დავალიანება
3. 30 კალენდარული დღის საზიარო სერვერის, როდესაც მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ფაილები იშლება სერვერიდან მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი)სრულად ეხსნება დავალიანება

1. webbers.ge ჯგუფი იტოვებს უფლებას სერვერული რესურსების გადაჭარბების გამო შეუწყვიტოს მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) მომსახურება გაფრთხილებიდან 24 საათის განმავლობაში
2. სერვერული რესურსები, ბიზნეს ჰჰოსტინგის უBUSINESS 4 პაკეტზე: სივრცე: ულიმიტო, ftp სისწრაფე: 20 GB სივრცის გამოყენების შემდგომ ატვირთვა 25Kb, ჩამოტვირთვა: 100kb, კავშირების რაოდენობა: არაუმეტეს 100 პროცესი, პროცესორის გამოყენება: არაუმეტეს 100% (1 ბირთვი) , ოპერატიული მეხსიერება არაუმეტეს 1 GB, ელექტრონული გაგზავნილი ფოსტის რაოდენობა 200 1 საათში
3. ზემოთ აღნიშნული დადგენილი სერვერული რესურსების გადაჭარბების შემთხვევაში webbers.ge ჯგუფი პერსონალურად განიხილავს მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ანგარიშს, სადაც ხდება მომხმარებლის (ფიზიკური/იურიდიული პირი) ანგარიშის შემოწმება (შინაარსი, კონტენტი), რის შედეგადაც 24 საათის განმავლობაში აცნობებს webbers.ge ჯგუფი გადაწყვეტილებას სერვერული რესურსების უსასყიდლოდ გაზრდაზე ან დამატებითი გადასახადის შემთხვევაში გაზრდის სერვერულ რესურსებს, სხვა შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) მოუწევს შეცვალოს სერვისი ან 24 საათში დაიხურება მისი ანგარიში.

1. webbers.ge ჯგუფი სთავაზობს მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) უფასო დამატებით ip მისამართებს და ssl სერთიფიკატს თუ ამას ითვალისწინებს კონკრეტული სერვისი, რომელიც შეძენილი აქვს მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი)
2. დამეტებით ip მისამართი და ssl სერთიფიკატი შეუძლია მოითხოვოს მომხმარებელმა (ფიზიკური/იურიდიული პირი) თუ მას უკვე გაკეთებული აქვს პირველი საფასურის გადახდა.
3. ერთ თვიანი საშეღავათო პერიოდით მიღებულ ნებისმიერ სერვისზე მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) არ აქვს უფლება მოითხოვოს უფასოდ დამატებითი ip და ssl სერთიფიკატი
4. ssl სერთიფიკატის მოთხოვნისას მომხმარებლმა (ფიზიკური/იურიდიული პირი) უნდა უზრუნველყოს საკუთარ პროექტზე (ვებ გვერდი და სხვა) ყველა მისამართი იყოს http ს გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში webbers.ge ჯგუფი არ აგებს პასუხს დამდგარ შედეგზე
5. დამატებითი ip და ssl სერთიფიკატის მოთხოვნა ხდება ბილეთის შექმნის სახით.
6. დამატებით ip მისამართს და ssl სერთიფიკატს მომხმარებელი (ფიზიკური/იურიდიული პირი) მიიღებს ბილეთის გახსნიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
7. თუ მომხმარებელი (ფიზიკური/იურიდიული პირი) შეიცვლის ჰოსტინგ პროვაიდერს ავტომატურად გაუუქმდება ssl სერთიფიკატი